პროექტის სახელწოდება: მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პროექტის აქტუალობა: ზრდასრული ადამიანები
ვერ აკეთებენ სწორ არჩევანს საქართველოს ბაზარზე მოქმედ ბანკებთან თანამშრომლობისას.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები დაინახავენ ბანკებში ანაბარზე
სარგებლის დარიცხვისას როგორი ფორმით გამოიყენება არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესია,
გაიზრდება მათი მოტივაცია კონკრეტული თემის და ზოგადად მათემატიკის შესწავლის კუთხით.
მონაწილეთა ასაკი: X კლასი

პროექტის განხორციელებისათვის საჭირო რესურსები:
ხმის ჩამწერი მოწყობილობა, ბუკლეტები, პრეზენტაციისათისკომპიუტერული ტექნიკა.
პროექტის მსვლელობა:
მიზნობრივი ჯგუფები:
კლასი იყოფა 4 ჯგუფად. თითოეული ჯგუფი ირჩევს სათანამშრომლოდ ამა თუ იმ ბანკს (ლიბერთი
ბანკი, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, რესპუბლიკა ბანკი).
მოსალოდნელი შედეგები:
ბანკები მიიღებენ სარგებელს პროექტის განხორციელების შემთხვევაში იმ კუთხით, რომ მოსწავლეები
მასალების ანალიზის შედეგად სასარგებლო რეკლამას გაუკეთებენ ამა თუ იმ ბანკის უპირატეს
პოზიციას. მშობლები შვილებისგან მიიღებენ ინფორმაციას ამა თუ იმ ბანკის უპირატესი პოზიციის
შესახებ და გააკეთებენ მათთვის სასარგებლო არჩევანს. პროექტის დასრულებისას მოეწყობა
პროექტის პრეზენტაცია.
პროექტის ხელმძღვანელი: გულიკო ჯაშაშვილი
ხელმძღვანელის ბლოგი:http://gulikojashashvili.blogspot.com/
No comments:
Post a Comment