Wednesday, April 27, 2016

მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში

პროექტის სახელწოდება: მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პროექტის მთავარი იდეა: მათემატიკაში ნასწავლი მასალა გამოიყენონ კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტისას და დააკავშირონ ის ყოველდღიურ პრობლემურ საკითხებთან.
პროექტის აქტუალობა: ზრდასრული ადამიანები ვერ აკეთებენ სწორ არჩევანს საქართველოს ბაზარზე მოქმედ ბანკებთან თანამშრომლობისას.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები დაინახავენ ბანკებში ანაბარზე სარგებლის დარიცხვისას როგორი ფორმით გამოიყენება არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესია, გაიზრდება მათი მოტივაცია კონკრეტული თემის და ზოგადად მათემატიკის შესწავლის კუთხით.
მონაწილეთა ასაკი: X კლასი
Add caption

პროექტის განხორციელების პერ



იოდი: 2 თვე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სხვადასხვა ბანკები ანაბარზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვისას რა მასშტაბით იყენებენ მარტივი და რთული წესით დარიცხვის ფორმებს, რა განსხვავებაა ცალკეულ ბანკებს შორის საპროცენტო განაკვეთებში.
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო რესურსები: ხმის ჩამწერი მოწყობილობა, ბუკლეტები, პრეზენტაციისათისკომპიუტერული ტექნიკა.
პროექტის მსვლელობა:
მიზნობრივი ჯგუფები: კლასი იყოფა 4 ჯგუფად. თითოეული ჯგუფი ირჩევს სათანამშრომლოდ ამა თუ იმ ბანკს (ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, რესპუბლიკა ბანკი).
მოსალოდნელი შედეგები: ბანკები მიიღებენ სარგებელს პროექტის განხორციელების შემთხვევაში იმ კუთხით, რომ მოსწავლეები მასალების ანალიზის შედეგად სასარგებლო რეკლამას გაუკეთებენ ამა თუ იმ ბანკის უპირატეს პოზიციას. მშობლები შვილებისგან მიიღებენ ინფორმაციას ამა თუ იმ ბანკის უპირატესი პოზიციის შესახებ და გააკეთებენ მათთვის სასარგებლო არჩევანს. პროექტის დასრულებისას მოეწყობა პროექტის პრეზენტაცია.
პროექტის ხელმძღვანელი: გულიკო ჯაშაშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: jashashviliguliko@gmail.com
ხელმძღვანელის ბლოგი:http://gulikojashashvili.blogspot.com/


Wednesday, April 20, 2016

ჩემ შესახებ


ვარ 207-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი, ვასწავლი მათემატიკას.მიყვარს მათემატიკური სიზუსტე, ვაღიარებ მათემატიკურ კანონზომიერებებს და ვეთანხმები  გამონათქვამს:

''მათემატიკა გონების სალესავია"